ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი დაქორწინდნენ

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი დაქორწინდნენ

ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, როგორც Us Weekly-ს ცნობილი გამოცემა იუწყება, წყვილი უკვე დაქორწინდა და ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ერთ-ერთ გულშემატკივარს დაელაპარაკნენ.

ნონა მელკონი წყვილს ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობისას დაელაპარაკა და მათ ქორწილის შესახებ ინფორმაციაც გაუმხილეს ერთგულ გულშემატკივარს.

ჯერჯერობით უცნობია სად შედგა ქორწილის ცერემონია, რადგან წყვილი განსაკუთრებულად ზრუნავს, რომ საკუთარი ცხოვრება მედიისგან ყურადღების ცენტრში, შეძლებისდაგვარად, ნაკლებად მოექცეს

თუმცა წყვილი საზოგადოებაში ხშირად ჩნდება და პაპარაცებს მათი თბილი კადრების დაფიქსირების საშუალებაც ეძლევათ.