ბოლო მონაცემებით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის, ქალაქ ქერჩის კოლეჯში მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20 ადამიანს მიაღწია, მათ შორისაა თავდამსხმელიც, 22 წლის სტუდენტი ვლადისლავ როსლიაკოვიც, რომელმაც თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა. დაღუპულთა შორის 15 კოლეჯის მოსწავლეა, მათ შორის 11 არასრულწლოვანია. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვორცოვამ გაავრცელა როგორც სკვორცოვამ აღნიშნა კიდევ 5 დაღუპული სასწავლო დაწესებულების თანამშრომლები არიან.
დაღუპულთა უმრავლესობა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობებმა იმსხვერპლა. დაშავებულებს კი ძირითადად აფეთების დროს მიყენებული ჭრილობები აქვთ.
თავდასხმის დროს 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 44 მათგანი ისევ საავადმყოფოში რჩებას, 34 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიძიმისაა, მძიმე მდგომარეობაშია 3, ხოლო უკიდურესად მძიმედ ფასდება 7 ადამიანის მდგომარეობა.
ყველა დაშავებულის და დაღუპულის ვინაობა დადგენილია.
როგორც რუსული მედია 22 წლის სტუდენტის ნაცნობებზე დაყრდნობით წერს, როსლიაკოვი ხშირად ამბობდა, რომ მას კოლეჯი ბოროტი მასწავლებლების გამო სძულს და მათ განადგურებას აპირებს.
ყირიმში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
საგამოძიებო კომიტეტმა თავდაპირველად გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო, თუმცა შემდეგ საქმე 2 ან მერი პირის მკვლელობის მუხლზე გადაკვალიფიცირდა.