იაპონიაში სტარტი რობოტების მსოფლიო სამიტმა აიღო. ამის შესახებ Gulf-Times წერს.
სამიტში 90-მდე კომპანია, ორგანიზაცია და მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. გამოფენის მონაწილეები უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილ რობოტებს წარადგენენ, რომლებიც საავადმყოფოებსა და სახლებში გამოიყენება.
მთლიანობაში ფორუმზე 1700-მდე რობოტი იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება ტოკიოში 5 დღეს გასტანს.