პოლიტიკური სუბიექტებისთვის წინასაარჩევნო შემოწირულობების გასაჯაროვების შემდეგ ბევრი საინტერესო დეტალი გაირკვა. შემომწირველთა სიაში ბევრ უცნაურობას წააწყდებით.
ასე მაგალითად, თემურ სააკაშვილმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ნაციონალურ მოძრაობას 49 ლარი გადაურიცხა, ხოლო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შემოწირულობა 18 სექტემბერს გააკეთა და მან შვილის მიერ დაფუძნებულ პარტიას ამჯერად 200 ლარი გადაურიცხა.
იქვეა პარტიის ატივისტი მეგი გოცირიძე, რომელმაც მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე 303 ლარი გადარიცხა.