"პოლიტიკური დაქოქილი თოჯინა" - ნიკა მელია ირაკლი კობახიძეზე

ირაკლი კობახიძე არის პოლიტიკური, დაქოქილი თოჯინა. რას იზამდა დღეს, ხომ არ იტირებდა? მე იმის მოლოდინი არ მქონდა, რომ ბოდიშს მოიხდიდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ ბიუროს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

"ეს კაცი რომ ნამდვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყოს და ნამდვილი დეპუტატები ჰყავდეს "ქართულ ოცნებას", მოიწვევდნენ საგანგებო სხდომას და დააყენებდნენ მთავრობის ნდობის საკითხს. ეს კაცი არის პოლიტიკური, დაქოქილი თოჯინა ერთი და იგივე ფრაზებით. საუბრობენ წინა ხელისუფლებაზე. წინა ხელისუფლების ყოფილი წევრები ჰყავთ გუნდში, ორი მათგანი აქაც ზის, ბიუროზე. რამე პრეტენზია თუ აქვთ, მათ მოკითხონ", - განაცხადა ნიკა მელიამ.