ფარცხალაძე დუმილს არღვევს და გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს

ფარცხალაძე დუმილს არღვევს და გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს

ყოფილი მთავარი პროკურორი, რომლის სახელს არაერთი გახმაურებეული და სკანდალური საქმე უკავშირდება დუმილის დარღვევას აპირებს. ფარცხალაძე ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან შეხება არ ჰქონია.

ოთარ ფარცხალაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს და მზადაა დაკითხვაზე მივიდეს. ამის შესახებ განცახადება, მისმა ადვოკატმა გაავრცელა.

გაგი მოსიაშვილისე თქმით, ოთარ ფარცხალაძე მზად არის ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, საგამოძიებო ორგანოს მიერ საამისო საჭიროების მოთხოვნის შემთხვევაში. ამასთან, როგორც მოსიაშვილი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ და ობიექტურ ინფორმაციას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

მოსიაშვილის განცხადებით, ბოლო წლებია რაც ოთარ ფარცხალაძე ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თავდასხმის ობიექტი და მის მიმართ მედია საშუალებებში ვრცელდება არაერთი აბსურდული განცხადება, რომელიც ძირითადად ეყრდნობა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს.

„შესაბამისად, ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს“, - აცხადებს მოსიაშვილი.