“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზე სექტემბრის დასაწყისიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით 111-ჯერ ფიზიკურმა, ხოლო ერთხელ იურიდიული პირმა გაიღო 442691,21 ლარის ოდენობის შემოწირულობა. პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველები დავით კირკიტაძე და მისი ძმა არიან. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.
107 ფულადი შემოწირულობა გაიღო 105 ფიზიკურმა პირმა. მათგან ყველაზე მსხვილი შემომწირველების ათეულში ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან:
1. დავით კირკიტაძე (ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი) – 60 000
2. ირაკლი კირკიტაძე (დავით კირკიტაძის ძმა) – 60000
3. ნიკანორ მელია (საქართველოს პარლამენტი) – 30000
4. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი (თბილისის საკრებულო) – 15000
5. გიორგი ვალიშვილი (ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ნეიროქირურგი) – 15000
6. ლევან ხაბეიშვილი (თბილისის საკრებულო) – 12000
7. ირაკლი ნადირაძე (თბილისის საკრებულო) – 12000
8. ნინო კვიტაიშვილი (თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი) -10000
9. მაკა კვიტაიშვილი (ნინო კვიტაიშვილის და) – 10000
10. დავით ლაგვილავა (თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი) – 10000 11. დიანა მაზურენკო (დავით ლაგვილავას მეუღლე) – 10000
12. გიორგი ბოტკოველი (კახეთის მხარეში ყოფილი გუბერნატორის პირველი მოადგილე) – 10000
13. პეტრე ცისკარიშვილი (ყოფილი პარლამენტარი) – 10000
14. ლილე ლიპარტელიანი (თბილისის საკრებულო) – 10000