შემზარავი ავარია მოსკოვის გამზირზე - 12 წლის ბავშვს ავტომობილი ზებრა-გადასასვლელზე დაეჯახა

შემზარავი ავარია მოსკოვის გამზირზე - 12 წლის ბავშვს ავტომობილი ზებრა-გადასასვლელზე დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ შემზარავი ავარია მოხდა მოსკოვის გამზირზე. მეშვიდე კლასელ ბიჭს, რომელიც ზებრა-გადასასვლელზე გადადიოდა სავარაუდოდ, დიდი სისწრაფით მოძრავი ტაქსი დაეჯახა.

„დაჯახების საშინელი ხმა იყო,რომ მოვიხედეთ, მთლიანად სისხლში მოსვრილი ბავშვი ქუჩაში ეგდო. სახე მთლიანად დალეწილი აქვს. სავარაუდოდ, მანქანა ისე მოფრინავდა, რომ დამუხრუჭება ვერ მოასწრო. ტაქსის მძღოლი ადგილზე დააკავეს“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

სასწრაფო დახმარების მანქანამ მოზარდი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ წუთებში სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.