პინკ ფლოიდი - დიდი ჯგუფის დიდი ისტორია

პინკ ფლოიდი - დიდი ჯგუფის დიდი ისტორია

პინკ ფლოიდი ინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც ცნობილი გახდა ფსიქოდელური მუსიკის შესრულებით, განვითარების მიხედვით კი - პროგრესული როკის ჟანრის მუსიკით. მისი სიმღერები ცნობილია ფილოსოფიური ლირიკით, სხვადასხვა მუსიკალური ექსპერიმენტით, ალბომების ყდების ნოვატორული გაფორმებით და ფერადი შოუებით. როკ მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფის სახით, პინკ ფლოიდმა გაყიდა ალბომების 210 მილიონი ასლი, მათ შორის - 74.5 მილიონი ასლი მხოლო აშშ-ში. ჯგუფმა გავლენა იქონია პროგრესული როკის ისეთ შემსრულებლებზე, როგორიც არის ჯენესისი და იესი
პინკ ფლოიდი ჩამოყალიბდა ლონდონში, 1965 წელს, კემბრიჯიდან ჩამოსული სიდ ბარეტის მიერ, რომელიც შეუერთდა ჯგუფს თჰე თეა შეტ. ამ ჯგუფში შედიოდნენ რეჯენტ სტრიტის პოლიტექნიკური სასწავლებლის სტუდენტები - ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი და ბობ კლოუზი. ჯგუფი საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ ლონდონურ ანდერგრაუნდში ნამდვილ სენსაციად იქცა "პინკ ფლოიდის" სახელით, როდესაც 1967 წელს მიიღო ფსიქოდელიური იმიჯი. მიუხედავად ამისა, ბარეტის ექსცენტრიული ქცევის გამო წევრებმა მას ჯგუფი დაატოვებინეს და მას შეუერთდა დევიდ გილმორი. ბარეტის წასვლის შემდეგ მთავარ იდეოლოგიურ ძალად რჩებოდა როჯერ უოტერსი, სანამ 1985 არ დატოვა ჯგუფი. პინკ ფლოიდი ყოველთვის უზომოდ პოპულარული იყო ინგლისში, მაგრამ მსოფლიო წარმატება მოიპოვა ალბომებით თჰე Dark side ofthe Moon (1973), wish Yoy Here (1975), animals (1977), და როკ-ოპერის მსგავსი ორმაგი დისკით the vall (1979).

1985 წელს უოტერსმა პინკ ფლოიდს "ამოწურული ძალა" უწოდა, მაგრამ დარჩენილმა წევრებმა, გილმორის ხელმძღვანელობით, განაგრძეს ჩაწერა და ტური. უოტერსმა მათ სასამართლოში უჩივლა, პინკ ფლოიდის სახელის გამოყენებისათვის, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ კვლავ ჰქონდათ ამის ნებართვა. მათ გამოსცეს წარმატებული ალბომები


პინკ ფლოიდი წარმოიშვა უფრო ადრე არსებული ჯგუფიდან, რომელიც ჩამოყალიბდა 1965 წელს კოლექტივს სხვადასხვა დროს ერქვა sigma6, the Mrgga და the Abdabs.ამ ჯგუფის დაშლის შემდეგ, რამდენიმე მუსიკოსმა - გიტარისტებმა რადო "ბობ" კლოუზმა და როჯერ უოტერსმა, ნიკ მეისონმა და რიჩარდ რაიტმა - ჩამოაყალიბეს ახალი კოლექტივი. ხანმოკლე მოღვაწეობის შემდეგ ჯგუფი დატოვა კრის დენისმა, მისი ადგილი დაიკავა სიდ ბარეტმა (ვოკალი, გიტარა), ხოლო უოტერსმა გადაინაცვლა ბას გიტარაზე.

1967 წელს ჯგუფი შეუერთდა ჯიმი ჰენდრიქსის ჯგუფს და მათ გამართეს ერთობლივი ტური, რამაც პინკ ფლოიდის პოპულარობას ასევე შეუწყო ხელი.

პოპულარობასთან ერთად, ცხოვრებისეულმა სტრესმა და ჰალუცინოგენების მიღებამ ბარეტზე დიდი გავლენა იქონია.მისი ფსიქიკური მდგომარეობა უარესდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში.მისი უცნაური ქცევის მიზეზად ხშირად ასახელებდნენ მის ინტერესებს ჰალუცინოგენების მიმართ.1968 წლის იანვარში, დევიდ გილმორი მიიწვიეს ჯგუფში, რათა იგი დახმარებოდა ბარეტს სიმღერისას და დაკვრისას.მან ასევე ასწავლა სიდს დაკვრის რამდენიმე მეთოდი.სინამდვილეში, ისინი უკვე იყვნენ დიდი ხნის მეგობრები.ბარეტის ქცევა სულ უფრო და უფრო უცნაური ხდებოდა და ნარკოტიკის ლსდ გამოყენების გამო მისი ჯანმრთელობა არასტაბილურად იქცა.იგი ხშირად შეშდებოდა სცენაზე და ერთ წერტილში იხედებოდა და მხოლოდ ერთ ნოტს უკრავდა, იმ დროს, როდესაც ჯგუფის დანარჩენი წევრები დამოუკიდებლად მუშაობდნენ.თავდაპირველად ჯგუფს სურდა, რომ ბარეტი დამჯდარიყო სტუდიაში და ეწერა სიმღერები, დევიდ გილმორი კი გამოვიდოდა მათთან კონცერტებზე, მაგრამ სიდი უკმაყოფილო იყო ყოველი დუბლით და გამუდმებით ცვლიდა ტონალობასა და აკორდებს), იყო ნათელი მაგალითი იმის, რომ სიდი ვერ მუშაობდა სტუდიაში.იგი ოფიციალურად გაუშვეს ჯგუფიდან, 1968 წლის აპრილში და კოლექტივის მენეჯერებმა, კინგმა და ჯენერმა, გადაწყვიტეს, მას გაჰყოლოდნენ. პარტნიორული კავშირი დაირღვა და, კონტრაქტის გაუქმების შემდეგ, ჯგუფის მენეჯერად იქცა სტივ ო’რურკი. იგი ამ ფუნქციას ასრულებდა 2003 წლამდე, სანამ გარდაიცვლებოდა.

აქედან მოყოლებული, ჯგუფის შემოქმედება სავსეა ექსპერიმენტებით.გილმორი, რაიტი და უოტერსი უკვე რეგულარულად იწერდნენ ვოკალურ პარტიებს ჯგუფის სიმღერებისათვის, რადგანაც მთავარი ვოკალისტი, ბარეტი, უკვე წასული იყო ჯგუფიდან. ასევე იგი იყო სიმღერების მთავარი ავტორი და, ამჯერად, სამივემ გადაინაწილა ავტორობა სიმღერებზე და ვოკალური პარტიები.უოტერსი უშუალოდ წერდა ჯაზურ მელოდიებს, სადაც დომინირებდა ბასი და სრულყოფილი ლირიკა, გილმორის ორიენტაციას წარმოადგენდა გიტარაზე აგებული ბლუზური ჯემები, რაიტი კი მელოდიურ ფსიქოდელიურ პარტიებს ასრულებდა კლავიშებზე, რომლებსაც ოდნავ დაჰკრავდა აზიური სურნელიც.

ფილმი კედელი, რომელიც გამოვიდა 1982 წელს, დაფუძნებულია ჯგუფის ალბომზე და გადაღებულია რეჟისორ ალან პარკერის მიერ.მთავარი როლი მასში შეასრულა ბობ გელდოფმა, რომელსაც თავად პინკ ფლოიდის სიმღერები არ მოსწონდა.ანიმაციაზე იმუშავა ჯერალდ სკარფმა.კინოკრიტიკოსის ლეონარდ მარტინის თქმით, "ეს ყველაზე ხანრგძლივი როკ ვიდეოა მუსიკის ისტორიაში, რომელიც, ამავე დროს, ყველაზე დეპრესიულია".


1985 წლის დეკემბერში უოტერსმა განაცხადა, რომ ტოვებს ჯგუფს, რადგანაც თვლის, რომ კოლექტივმა ამოწურა საკუთარი თავი, მაგრამ 1986 წელს გილმორმა და მეისონმა დაიწყეს პინკ ფლოიდის ახალი ალბომის შექმნა.იმავე პერიოდში როჯერი მუშაობდა ფილმის ჭჰენ ტჰე წინდ ბლოწს (1986) და სოლო ალბომის ღადიო K.A.O.S. (1987) სიმღერებზე.ამ ალბომში მან წარმოადგინა ბილის, პარალიზებული ბიჭუნას ისტორია, რომელმაც ისწავლა დიდ მანძილზე ელექტრონული მოწყობილობების მართვა და სცადა ბირთვული ომის იმიტაცია.

შეიტყო რა ყოფილი კოლეგების გეგმები, მან წამოიწყო მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესები, რადგანაც თვლიდა, რომ ამ სახელის ტარების უფლება ჯგუფს არ აქვს.როგორც მან 2007 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც სცადა ჯგუფის სახელის მითვისება.მასშტაბური საკონცერტო ტურით მან სცადა ხმაურის გამოწვევა, თუმცა პინკ ფლოიდის ტურმა, მასშტაბებით ყველაფერს გაუსვა ხაზი და კარგად აჩვენა მსმენელს, ვინ ვინ არის.აგრეთვე საგულისხმოა, რომ როჯერის აზრით, მისი ყოფილი კოლეგები იყენებენ პინკ ფლოიდისათვის დამახასიათებელ სასცენო ატრიბუტებს, მაგრამ არ იციან მათი ზუსტი დანიშნულების შესახებ, რადგანაც არ შეუძლიათ კონკრეტული კონცეფციის ჩამოყალიბება.

2005 წლის შემოდგომაზე გამოვიდა როჯერ უოტერსის ოპერა Çaira, რომელიც ეძღვნება ბასტილიის აღების იუბილეს.როჯერი მასზე 15 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2006 წლის 6 მარტს გამოვიდა დევიდ გილმორის მესამე სოლო ალბომი island, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა მიიღეს რიჩარდ რაიტმა, პინკ ფლოიდის ერთ-ერთმა პირველმა გიტარისტმა ბობ (რადო) კლოუზმა და სხვა ცნობილმა მუსიკოსებმა. 2006 წლის მარტში ასევე დაიწყო დევიდის ევროპული ტური. იგი გაგრძელდა ამერიკაში და დასრულდა ინგლისში. მისი მეორე ეტაპი უფრო მოკლე იყო, რომლის მსვლელობისას ასევე გაიმართა დიდი კონცერტი გდანსკში, სადაც გილმორთან ერთად დაუკრა ორკესტრმაც. როიალ ალბერტ ჰოლში გამართული კონცერტი კი გამოიცა 2007 წელს, ორმაგი DVD დისკის სახით.

2006 წლის 7 ივლისს მწვავე დიაბეტის გამო გარდაიცვალა სიდ ბარეტი.მისი სახლი და ქონება, ასევე მისი ნახატები გატანილი იქნა აუქციონზე.სიდის დის, როზმარის თხოვნით, ჯგუფის წევრები არ მისულან სიდის დასაფლავებაზე, რათა არ მიეპყროთ ბრიტანელი ჟურნალისტების ყურადღება.მიუხედავად ამისა, როჯერმა და გილმორმა საკუთარ კონცერტებზე მიუძღვნეს სიდს სხვადასხვა სიმღერა.