კონსტანტინე ედიბერიძეს, რომელიც დღეს ალისა და ნინოს ქანდაკებაზე აძვრა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადების ედიბერიძემ ბრალდებულის მაგიდა ააყირავა. დარბაზიდან იგი რამდენიმე სამართალდამცველმა გაიყვანა.
„წინასწარ არავინ იცის, რას გააკეთებს. მივდიოდი გზაზე და მომინდა ძეგლზე ასვლა, ავედი და ხალხს ვეძახდი, სელფო გადავიღოთ-მეთქი, მხოლოდ ერთხელ ვთქვი, პლანი მომაწევინეთ-მეთქი. მოცვივდნენ, იძალადეს, მიწაზე მათრიეს, მოიკითხე ამბავი“, თქვა სასამართლოზე ედიბერიძემ.
დაკავებული თერჯოლის მკვიდრია, თუმცა ერთი თვეა ბათუმის ბულვარში ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე სასამართლოში უკვე მეხუთედ მოხვდა.