ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა - ქართველმა სუმოისტმა იუტაკაიამა დაამარცხა

ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა - ქართველმა სუმოისტმა იუტაკაიამა დაამარცხა

შემოდგომის სუპერ ტურნირის მეორე დღეს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა . გუშინ, ტურნირის პირველ დღეს ტოჩინოშინმა მეორე მაეგაშირა ჩიოტარიუ დაამარცხა, დღეს კი გამარჯვება მეორე მაეგაშირა იუტაკაიამასთან მოიპოვა. აკი ბაშოს ორი დღის შემდეგ ლევანს გორგაძეს 2 გამარჯვება და 0 მარცხი აქვს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი კომოსუბი ტაკაკეიშო იქნება, მას უარყოფითი ბალანსი 1:3-ზე აქვს.

მიმდინარე სუპერ ტურნირზე ქართველ სეკიტორის ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად აუცილებლად დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება სჭირდება.