ესპანეთში, სავარაუდოდ შაკირას და პიკეს სახლის ძარცვისთვის, ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

ესპანეთში, სავარაუდოდ შაკირას და პიკეს სახლის ძარცვისთვის, ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე, ზედმეტსახელად "გოგიტა" დააკავა, რომელიც ესპანეთში რამდენიმე სახლის გაქურდვაშია ბრალდებული. ის ბარსელონაში დააკავეს, საიდანაც პოლიციის ცნობით თავის კრიმინალურ დაჯგუფებას მართავდა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. 

როგორც მედიაში იწერება, "გოგიტას" ხელმძღვანელობით იგეგმებოდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ძვირადღირებულები სახლების ძარცვა. პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ასეთი სახლი, რომელიც 2018 წლის ზაფხულში გაძარცვეს მომღერალ შაკირასა და ფეხბურთელ ჟერარ პიკეს ეკუთვნის.

გოჩა მაისურაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს-ში ჯერჯერობით არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, უწყების კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.