„მის ამერიკას“ ტიტულის მფლობელი ცნობილია

„მის ამერიკას“ ტიტულის მფლობელი ცნობილია

სილამაზის კონკურსი "მის ამერიკა 2019"-ის გამარჯვებული ნია ფრანკლინი გახდა. კონკურსზე ფრანკლინი ნიუ-იორკის შტატს წარადგენდა, თუმცა ჩრდილოეთ კაროლინაში დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

პრიზის სახით მან მაგისტრატურაში სასწავლებლად 50 ათასი დოლარი მიიღო. 

კონკურსის 97-წლიანი ისტორიის მანძილზე, წელს პირველად არ ჩატარებულა დეფილე საცურაო კოსტიუმებში. ფრანკლინმა განაცხადა, რომ ამის გამო ბედნიერია, რადგან "მონაწილეები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე უბრალოდ გარეგნობა".