ფოტოგრაფი ჯეიმს კერვინი წლების განმავლობაში გეგმავდა საქართველოში ჩამოსვლას. “გერმანიისა და პოლონეთის შემდეგ ვერ წარმოვიდგენდი რომელიმე ადგილი თუ გამაოცებდა მიტოვებული არქიტექტურით,” - ამბობს ჯეიმსი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ფოტოსესიის დროს მან გაიგო, რომ ბევრი ადგილი იმ ლტოლვილების თავშესაფარია, რომლებიც აფხაზეთიდან ომს გამოექცნენ. სრულიად დაუგეგმავად კი რამდენიმე დღის შემდეგ აფხაზეთი ფოტოგრაფის შემდეგი სამოგზაურო ადგილი გახდა.
“როგორც მივხვდი, ადგილობრივების აზრებში ომი ჯერ კიდევ აქტიურია და ეს თემა ძალიან სათუთია მათთვის",- წერს ჯეიმს კერვინი.