მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ UNWTO – 2018 წლის მსოფლიო ტურიზმის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის, საქართველო მეოთხე ადგილზეა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
UNWTO-ს ცნობით, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, მსოფლიოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 6.8%-ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. აფრიკაში ტურისტების რაოდენობა 9%-ითაა გაზრდილი, ხოლო ევროპაში კი 8%-ით. ამასთან, ევროპაში მსოფლიოს ტურისტების თითქმის ნახევარი ჩავიდა - 671 მილიონი, ხოლო აფრიკას მხოლოდ 63 მლნ ტურისტი ესტუმრა.
მსოფლიოში ტურისტების დანახარჯები 5%-ით გაიზარდა, დანახარჯების 40% ევროპაზე მოდის.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები, სადაც ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგია:
ეგვიპტე - ზრდა 55%
ტოგო - ზრდა 46%
ვიეტნამი - ზრდა 29%
საქართველო - ზრდა 27.9%
პალესტინა - ზრდა 25%