ნოე სულაბერიძე „პერსონა 2018“-ის ტიტულს მიიღებს

ნოე სულაბერიძე „პერსონა 2018“-ის ტიტულს მიიღებს

ტელეკომპანია "იმედის" პროდიუსერი და წამყვანი ნოე სულაბერიძე ქართული მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის "პერსონა 2018"-ის ტიტულის მფლობელი გახდა.

ნოე სულაბერიძე გადაცემა "პრაიმშოუს" პროდიუსერი და წამყვანია, რომელიც ქართულ მედიაბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია "პერსონა 2018"-ის ჟიურის გადაწყვეტილებით, ნოე სულაბერიძე "პერსონა 2018"-ის ტიტულს მიიღებს. 

ნოე სულაბერიძე ქართული სატელვიზიო სივრცის კიდევ ერთი წარმატებული პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს პროდიუსერიც არის. მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავებთან" ერთად ნოე სულაბერიძეს გაკეთებული აქვს არაერთი სხვა წარმატებული პროექტი, როგორიც არის: "სიმართლის დრო", "2 ვარსკვლავი" და სხვა. 

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია "პერსონა" წელს უკვე მეხუთედ გაიმართება.  მისი მიზანია იმ ადამიანების გამოვლენა და დაჯილდოება, რომლებსაც სხვადასხვა სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი.

დაჯილდოების ცერემონიის წარდგენის ღონისძიება 30 სექტემბერს გაიმართება. რაც შეხება თავად დაჯილდოებას, ის 22 დეკემბერს არის დაგეგმილი.