ლოს-ანჯელესში პრემია Creative Arts Emmy Awards-ის ცერემონია გაიმართა. საუკეთესო ანიმაციურ ფილმად დასახედა "რიკი და მორტი" ეპიზოდი "კიტრი რიკისთვის". ინფორმაცია ამის შესახებ პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური შოუს კატეგორიაში კი "რობო წიწილამ" გაიმარჯვა. პრემიის ტრიუმფატორი კი სერიალი "სამეფო კარის თამაშები" გახდა, რომელმაც 7 ჯილდო აიღო - საუკეთეო მაკიაჟი, საუკეთესო კოსტიუმი, ვიზუალური ეფექტები, მუსიკალური გაფორმება, კასკადიორების ტრიუკები და საუკეთესო მხატვრული ნამუშევარი.
"ემის" მთავარი ნომინაციები, როგორებიცაა "საუკეთესო დრამა", "საუკეთესო კომედია", "საუკეთესო მსახიობი კაი და ქალი", 17 სექტემბერს გახდება ცნობილი.