არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უძველესი მეჩეთის ნანგრევები აღმოაჩინეს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უძველესი მეჩეთის ნანგრევები აღმოაჩინეს

აბუ-დაბელმა არქეოლოგებმა თანამედროვე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი მეჩეთის ნანგრევები აღმოაჩინეს. ამის შესახებ Al Arabiya იუწყება. 

ტელეარხის ცნობით, სპეციალისტებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენა დედაქალაქიდან 150 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ელ-აინში გააკეთეს. 

შენობის ასაკი, რომლისგანაც მხოლოდ ფუნდამენტია დარჩენილი, 1000 წელს აჭარბებს.