ბაქოში იმ რესტორნების დაჯარიმება დაიწყეს, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ

ბაქოში იმ რესტორნების დაჯარიმება დაიწყეს, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ

აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ იმ რესტორნების დაჯარიმება დაიწყო, სადაც ბოლის გამწოვი დანადგარები არ აქვთ. უწყების წარმომადგენლები რესტორნებს ამოწმებენ აქვს თუ არა გამწოვის დანადგარი. ინფორმაციას Jamnews-ი აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეიდების დროს ზომავენ, თუ რამდენად აბინძურებს რესტორნის ბოლი ატმოსფეროს, და ამასათან შესაბამისობაში უწერენ ჯარიმებს, საშუალოდ  – 3500 მანათის (დაახლოებით 2058 დოლარის) ოდენობით.

ახალი წესის ფარგლებში, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდა, ასევე ამოწმებენ ეგრეთ წოდებულ „საზეიმო სახლებს“. 

ეკოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლის ირადა იბრაგიმოვას თქმით, ის ბოლი რომელიც ზოგიერთი რესტორნის მილებიდან ამოდის, ჰაერს ძლიერ აბინძურებს, და გარშემო მცხოვრებ ადამიანებს დისკომფორტს უქმნის.