"ეს უფრო ბიჭებს ახასიათებთ: ერთობიან და მერე ყველაფერს ივიწყებენ" - რას ფიქრობენ ცნობილები საკურორტო რომანებზე

ზა­ფხუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და გარ­თო­ბის დროა. წე­ლი­წა­დის ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, კარ­გად და­ის­ვე­ნონ და გა­ნიტ­ვირ­თონ, ამი­ტომ, სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად არის მიჩ­ნე­უ­ლი. რას ფიქ­რო­ბენ სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნებ­ზე ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ი­სა და შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი? - ამ სა­კი­თხზე თვი­თონ გვი­ამ­ბო­ბენ:

ეკა ნი­ჟა­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბი­სა რო­გორ არ მჯე­რა, ჩემ გარ­შე­მოც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ე.წ. სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი სე­რი­ო­ზულ გრძნო­ბა­ში გა­დაზ­რდი­ლა, ოჯა­ხიც შე­უქ­მნი­ათ და ახლა მშვე­ნივ­რად გრძნო­ბენ თავს. მარ­თა­ლია, ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბას ცოტა ალ­მა­ცე­რად უყუ­რე­ბენ, მაგ­რამ XXI სა­უ­კუ­ნეა და ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ყველ­გან იპო­ვო - მთა­შიც, ბარ­შიც, ზღვა­ზე, კუ­რორტზე და ლი­ლოს ბაზ­რო­ბა­ზეც კი.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- მე თვი­თონ არა­სო­დეს მქო­ნია, თუმ­ცა ვფიქ­რობ, სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს და სე­რი­ო­ზუ­ლა­დაც გაგ­რძელ­დეს. სუ­ლაც არ ვფიქ­რობ, რომ კუ­რორტზე ვი­ღაც უნდა გა­იც­ნო, გა­ერ­თო და მერე ყვე­ლა­ფე­რი უნდა დამ­თავ­რდეს. მე სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მომ­ხრე ვარ, თუმ­ცა ეს სა­კი­თხიც უფრო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ადა­მი­ან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ბავ­შვო­ბა­ში, არ­და­დე­გებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც გა­იც­ნო და მერე და­გა­ვი­წყდეს, მაგ­რამ სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი რას ჰქვია, ვერ გე­ტყვით. ეს უფრო ბი­ჭებს ახა­სი­ა­თებთ: კუ­რორტზე მი­დი­ან, ერ­თო­ბი­ან და მერე ყვე­ლა­ფერს ივი­წყე­ბენ. მე კი, ერთჯე­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის მომ­ხრე არა ვარ და ეს ჩემს მე­გობ­რებ­საც არ ახა­სი­ა­თებთ. თუ ვინ­მე­ზე ვფიქ­რობ და სე­რი­ო­ზუ­ლად მომ­წონს, მინ­და, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გაგ­რძელ­დეს და გაღ­რმავ­დეს.

ნიკა არა­ბი­ძე, იუ­მო­რის­ტი:

- ჩემ­თვის სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბი ზღვას­თან ასო­ცირ­დე­ბა. როცა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, ერთი სული მქონ­და, ზღვა­ზე რო­დის წა­ვი­დო­დი და ზა­ფხუ­ლის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი დღე­ე­ბით დავ­ტკბე­ბო­დი, მსუ­ბუ­ქი ფლირ­ტიც მქო­ნია, მაგ­რამ მერე ამ ურ­თი­ერ­თო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი მოჰ­ყო­ლია. ახლა კი, რაღა დროს ჩემი სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბია? ისე­დაც, ვფიქ­რობ, რომ ასე­თი რო­მა­ნე­ბი დიდი ხან­გრძლი­ვო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, დიდ­ხანს ვერ ძლებს და სე­რი­ო­ზუ­ლად ვერც კი აღ­ვიქ­ვამ. ამა­ვე დროს, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია და სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გეწ­ვი­ოს  ჩემი მეგობარი, მაგალითად, მომავალ მეუღლეს მანქანით დაეჯახა და ასე გაიცნო. მერე ამ მანქანის გარემონტების პროცესში ააწყვეს ურთიერთობა და დღეს უკვე ცოლ-ქმარი არიან. მიუხედავად უსიამოვნო დასაწყისისა, ძალიან კარგი ოჯახი შექმნეს. 

"ბუნებით მონოგამი ვარ და შემთხვევითი ურთიერთობების გაბმა არ მომწონს"

ბუბა მირცხულავა, მსახიობი:

გულწრფელად გეტყვით, რომ საკურორტო რომანები დიდად არ მიზიდავს, პარტნიორების ხშირი ცვლაც მიუღებელია ჩემთვის. ბუნებით მონოგამი ვარ და შემთხვევითი ურთიერთობების გაბმა არ მომწონს. მიმაჩნია, რომ ერთი პარტნიორი უნდა გყავდეს და ის გაურკვეველ, ერთჯერად ურთიერთობებში არ უნდა გაცვალო. ჩემთვის სტაბილურობა ბევრს ნიშნავს. ჯერჯერობით ასე ვფიქრობ და მგონია, რომ მომავალშიც ასე ვიფიქრებ. ბუნებრივია, კურორტზე დაწყებული სერიოზული ურთიერთობის წინააღმდეგი სულაც არა ვარ: თუ ასეთ სიტუაციაში ადამიანს გაიცნობ და მის მიმართ სერიოზული გრძნობა გაგიჩნდება, ეს სულ სხვა რამეა. 

"საკურორტო რომანი არასოდეს მქონია"

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:

- მე თვითონ არასოდეს მქონია, თუმცა ვფიქრობ, საკურორტო რომანი შეიძლება დაიწყოს და სერიოზულადაც გაგრძელდეს. სულაც არ ვფიქრობ, რომ კურორტზე ვიღაც უნდა გაიცნო, გაერთო და მერე ყველაფერი უნდა დამთავრდეს. მე სერიოზული ურთიერთობების მომხრე ვარ, თუმცა ეს საკითხიც უფრო ინდივიდუალურია და ადამიანზეა დამოკიდებული. ბავშვობაში, არდადეგებზე შეიძლება ვიღაც გაიცნო და მერე დაგავიწყდეს, მაგრამ საკურორტო რომანი რას ჰქვია, ვერ გეტყვით. ეს უფრო ბიჭებს ახასიათებთ: კურორტზე მიდიან, ერთობიან და მერე ყველაფერს ივიწყებენ. მე კი, ერთჯერადი ურთიერთობის მომხრე არა ვარ და ეს ჩემს მეგობრებსაც არ ახასიათებთ. თუ ვინმეზე ვფიქრობ და სერიოზულად მომწონს, მინდა, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და გაღრმავდეს. 

"ეს უფრო ერთჯერადი ურთიერთობაა და მასში სერიოზული არაფერია"

დიტო კუპატაძე, მსახიობი:

დამსვენებელსაც გააჩნია: ქართველი ქალი ოთხი შვილით რომ წავა ზღვაზე, იმას რომანებისთვის სცხელა? მიმაჩნია, რომ საქართველოში საკურორტო რომანებს სერიოზულად არ უყურებენ. ამგვარი რომანი იმისთვისაა კარგი, ვისაც გართობა და "გულაობა" მოსწონს. მეც ვფიქრობ, რომ ეს უფრო ერთჯერადი ურთიერთობაა და მასში სერიოზული არაფერია. რა თქმა უნდა, ე.წ. საკურორტო რომანი მეც მქონია, მაგრამ მას სერიოზული შედეგი არ მოჰყოლია. ისე კი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ეს ურთიერთობაც შეიძლება სერიოზულად გაგრძელდეს. 

"საკურორტო რომანს რუსების მიერ შემოტანილ მოვლენად აღვიქვამ" 
 

ხვიჩა მაღლაკელიძე, იუმორისტი:

- საკურორტო რომანს რუსების მიერ შემოტანილ მოვლენად აღვიქვამ, რომელიც ხშირად ვენერიული დაავადებებით სრულდებოდა და სრულდება. ყველაზე კარგი საკურორტო რომანი ჩემთვის არის მეუღლესთან ერთად რომ წახვალ და სიყვარულში მეორე სუნთქვა გაგეხსნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი რომანიც შეიძლება სერიოზულ სიყვარულში გადაიზარდოს. სიყვარული უცნაური გრძნობაა და შეიძლება შენი "მალიარი", ან სანტექნიკოსიც შეგიყვარდეს - ასეთ გამონაკლისს ვერ გამოვრიცხავ. 

"მამაკაცები ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის მსუბუქი ფლირტი შეიძლება"

ბადრი ვადაჭკორია, ფოტოგრაფი:

- სერიოზულ გრძნობაში შეიძლება ყველანაირი ურთიერთობა გადაიზარდოს, თუმცა, მე არასოდეს მქონია სურვილი, დასვენების დროს რაიმე სერიოზული ურთიერთობა გამება. შესაძლოა, ადამიანი განიტვირთოს ამ გიჟური ცხოვრებისგან და ერთგვაროვანი, უარყოფითი ემოციებისგან, მაგრამ ეს უბრალო ფლირტია, რომელმაც ოჯახს არ უნდა ავნოს. ოჯახი ერთია და ყველაზე მთავარია.

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

მაკა ზამბახიძე, მომღერალი:

- ყველაფერი ინდივიდუალურია, იგივე უნდა ვთქვა საკურორტო რომანებზეც, თუმცა ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე: შეიძლება ადამიანს ზღვის ნაპირზეც შეხვდე და ბიბლიოთეკაშიც. შეიძლება ფლირტი ფლირტად დარჩეს და შეიძლება ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და კარგადაც დასრულდეს.