ჰოლივუდში იღებენ ფილმს „სიკვდილის მაუწყებელ“ კატაზე

ჰოლივუდში იღებენ ფილმს „სიკვდილის მაუწყებელ“ კატაზე

ფილმში, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს, მოთხრობილი იქნება რეალურად არსებულ კატაზე, რომელიც საავადმყოფოში ცხოვრობდა და ღამით იმ პაციენტთან მიიძინებდა ხოლმე, რომელიც მეორე დღეს უნდა მომკვდარიყო.

სცენარს საფუძვლად დაედო დევიდ დოსის დოკუმენტური ბესტსელერი „მორიგეობა ოსკართან ერთად: ჩვეულებრივი კატის არაჩვეულებრივი ნიჭი“.

სურათის წარმოებით დაკავებული არიან კომპანიები; „Wind Dancer Films“ და „Anonymous Content“. ფილმის მთავარი გმირი დოქტორია, რომელიც კატის წინასწარმეტყველების ნიჭს დააფიქსირებს და ცდილობს შესაბამისად იმოქმედოს ავადმყოფების გადასარჩენად, მაგრამ როგორც ხვდებით, ამაოდ.

კატის თემა ჰოლივუდისათვის ახალი არ არის ფილმის „ექიმი ჰაუსი“ ერთერთ სერიაში, არის პატარა კატა, რომელიც ავადმყოფების სხეულის მტკივან ადგილებზე თვლემს. ფილმის ავტორთა ჩანაფიქრით, მას „ტკივილის სითბო“ იზიდავდა.