მაკარტნი აცხადებს, რომ იგი ენთუზიაზმითაა სავსე, რადგენ ძალიან უყვარს სიახლეები. – „წინადადება ძალიან მომეწონა და სიამოვნებით დავთანხმდი“, – ამბობს მუსიკოსი, თუმცა აღიარებს, რომ ჯერ არ იცის რაზე იქნება ბალეტი.
ამასთან მან გაამხილა, რომ იგი დროშიც არ შეუზღუდიათ. ადრე პოლ მაკარტნიმ თავი აკადემიურ მუსიკაში უკვე გამოსცადა. 1991 წელს, ლივერულის სამეფო ფილარმონიის 150 წლისთავს, კარლ დევისთან ერთად მიუძღვნა „ლივერპულის ორატორია“.
მისი ბოლო კლასიკური ნამუშევარი კი იყო ალბომი Ecce Cor Meum, რომელიც 2006 წელს გამოუშვა.