იოვოვიჩი მოსკოველი ლამაზმანის როლს ასრულებს, რომლის გულის მონადირებასაც ერთდროულად ორი ახალგაზრდა კაცი ცდილობს – ივან ურგანტი და კონსტანტინ ხაბენსკი. ფილმის სამუშაო სახელია „ხრიკები“.
საინტერესოა, რომ სცენარში თავდაპირველად ერთი ახალგაზრდის სასიყვარულო ფანდები იყო აღწერილი, ხოლო ნადიას, რომელსაც იოვოვიჩი ითმაშებს, ეპიზოდური როლი ჰქონდა. მილა იოვოვიჩის თანხმობის შემდეგ, სცენარი მთლიანად გადაიწერა და ცნობილი ამერიკელი ლამაზმანი მსახიობი ახლა ფილმის მთავარი პერსონაჟია.
მილა იოვოვიჩი საქმეში ენთუზიაზმით ჩაერთო. ის თვლის, რომ დროა შეცვალოს „ბოევიკების მეგობარი ქალის“ საკუთარი იმიჯი.