გარემოს დაცვის მინისტრი შესაძლოა, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი გახდეს.
ამის შესახებ for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს.
წყაროს ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გარემოს დაცვის მინისტრად გიგლა აგულაშვილის კანდიდატურას განიხილავს.
ამჟამად, საკითხზე მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციები მიმდინარებს.
გიგლა აგულაშვილი პარლამენტში „რესპუბლიკური პარტიის“ სიიდან არის შესული.