4 ივლისს, დილის 4 საათისათვის, ლონდონის ჩრდილოეთ რაიონში, მუსიკოსი „Snappy Snaps“–ის ქსელის ფოტომაღაზიის ვიტრინას შეასკდა. თვითონ ჯორჯ მაიკლი არ დაშავებულა.
მუსიკოსს გაქცევა არ უცდია. ადგილზე მისულმა პოლიციამ იგი განყოფილებაში გადაიყვანა. ჯორჯ მაიკლს გაუჭირდა აღედგინა ინციდენტის დეტალები, შეჯახებამდე მას ფაქტიურად არაფერი ახსოვდა.
ექსპერტიზამ მის სისხლში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების კვალი აღმოაჩინა. სოლიდური გირაოს გადახდის შემდეგ მაიკლი გაუშვეს, მაგრამ დაავალდებულეს, რომ ერთ თვეში საქმის გარჩევაზე ნებაყოფლობით გამოცხადდება.
აღმოჩნდა, რომ ჯორჯ მაიკლი გამოუსწორებელი „ავტოხულიგანია“. ბოლო ექვსი წლის მანძილზე, იგი მეშვიდედ დააჯარიმეს. მანქანის მართვის ორწლიანი აკრძალვის ვადა მუსიკოსს გასულ თვეში გაუვიდა.