ჯონ ლენონის შვილმა და ყოფილმა მოდელმა ალბომი ჩაწერეს [video]

ჯონ ლენონის შვილმა და ყოფილმა მოდელმა ალბომი ჩაწერეს [video]

The Beatles–ის სოლისტის, ჯონ ლენონის უმცროსმა შვილმა, შონმა და მისმა მეგობარმა გოგონამ, ყოფილმა მოდელმა – შარლოტა კემპ–მიულმა ახალი მუსიკალური პროექტი შექმნეს, სახელწოდებით – The Ghost Of A Saber Tooth Tiger.

დუეტმა უკვე ჩაწერა სადებიუტო სინგლი. ფირფიტა ორი სიმღერისაგან შედგება: Jardin Du Luxembourg და Comic Strip. ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა პროდუსერმა, მარკ რონსონმა.

ლენონ–კემპ–მიულის დუეტი კიდევ რამდენიმე სინგლის ჩაწერას გეგმავს. ამას გარდა მუშაობენ ორ ალბომზე, რომელთაგან ერთერთი აკუსტიკური იქნება და 2011 წლისათვის გამოვა. მეორე კი – ელექტრონული ხმებით, ოდნავ მოგვიანებით.

შონ ლენონის ბოლო სოლო ნამუშევარი იყო ალბომი Friendly Fire და 2006 წელს შეიქმნა. სულ მის ანგარიშზე სამი სტუდიური ალბომია.