კვერცხების სროლა თელავში, სიტყვიერი დაპირისპირება თბილისში და ჩხუბი ანაკლიაში

კვერცხების სროლა თელავში, სიტყვიერი დაპირისპირება თბილისში და ჩხუბი ანაკლიაში

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწყებული ანტისამთავრობო კამპანია დღეს თითქმის ყველგან ჩხუბით დასრულდა. პარტიის ლიდერები ექვს რეგიონში შეიკრიბნენ, რათა ხელისუფლებისთვის შეჩერებული პროექტების განხორციელების აუცილებლობა შეეხსენებინათ. 

თუმცა, "ქართული ოცნების" აქტივისტებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო, რამდენიმე რაიონში დაგეგმილი ბრიფინგი საერთოდ არ შედგა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებას ინციდენტების გამოძიება მოსთხოვა.