ნაციონალებმა სლოვაკეთის დროშა დაწვეს (VIDEO)

ნაციონალებმა სლოვაკეთის დროშა დაწვეს (VIDEO)

სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანი წუხელ, 9 აპრილის მემორიალთან, სლოვაკეთის დელეგაციის გვირგვინის ლენტის დაწვისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გაზდელიანმა განუცხადა, უმჯობესი იქნებოდა, სლოვაკეთის დელეგაციას გვირგვინზე არა რუსეთის დროშის ინდენტური ფერების ლენტი, არამედ მინაწერი გაეკეთებინა. 
"ლენტის მაგივრად ჯობდა, რომ მინაწერი გაეკეთებინათ, თუ რომელი ქვეყნის დელეგაციის მიერ იყო გვირგვინი დადებული. სლოვაკეთის დელეგაციას და მათ ქვეყანას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ეს მათი შეცდომაა. უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ეს გარკვეულ რეაქციებს გამოიწვევდა. ლენტის დაწვა არა ჩემი პირადი, არამედ იქ შეკრებილი ხალხის რეაქცია იყო. ბოდიში არავის არ აქვს მოსახდელი, ეს არის გაუგებრობა და დაუკვირვებლობა იმ ჯგუფისა, ვინც ეს განახორციელა. რა თქმა უნდა, მადლობის მეტი არაეფრი გვეთქმის სლოვაკეთის დელეგაციისადმი, რომელმაც ჩვენს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ეს არის მათი მექანიკური შეცდომა", - განაცხადა ბესო გაზდელიანმა, რომელმაც 9 აპრილის მემორიალთან სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მიტანილი გვირგვინის ლენტი დაწვა, რადგან მიიჩნია, რომ ლენტი რუსეთის დროში ნაწილი იყო. 
ლენტი სლოვაკეთის დროშის ფერებში იყო, რაც რუსეთის დროშის ფერების იდენტურია. 
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაცია ვიცე-პრემიერის, მიროსლავ ლაიჩაკის ხელმძღვანელობით. უკვე გავრცელდა ფოტოც, სადაც აღბეჭდილია გვირგვინის მიტანის პროცესი.