აღმოსავლეთ უკრაინაში მასობრივი არეულობები გრძელდება. წუხელ, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში, მილიციას, ადგილობრივი მაიდნის მონაწილეებსა და პრორუსულ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი სააგენტო „კორესპონდენტ.ნეტის“ ცნობით, შეტაკება მხარეებს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც პრორუსი აქტივისტები ნიკოლაევის ადმინისტრაციის შენობის დაკავებას შეეცადნენ. დაშავებულთაგან ხუთ ადამიანს ჭრილობები პნევმატური პისტოლეტით აქვს მიყენებული.