უკრაინული მედია ავრცელებს კადრებს, თუ როგორ გარბის უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ვიქტორ პშონკა და შემოსავლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრ კლიმენკო ქვეყნიდან. აღნიშნული კადრები 22 თებერვლით თარიღდება და ის დონეცკის აეროპორტის ვიდეოკამერამ დააფიქსირა. კადრებში კარგად ჩანს, რომ მაღალჩინოსნებს დაცვის წევრები წინააღმდეგობას უწევენ, რასაც მათ შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.