პროკურატურა თათუხაშვილთან დაკავშირებით სამედიცინო დასკვნას, მობილური ზარების ამონაწერსა და ფოტომასალას აქვეყნებს(VIDEO +18)

პროკურატურა თათუხაშვილთან დაკავშირებით სამედიცინო დასკვნას, მობილური ზარების ამონაწერსა და ფოტომასალას აქვეყნებს(VIDEO +18)

საქართველოს მთავარი პროკურატურა შალვა თათუხაშვილთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო დასკვნას, გარდაცვლილის მობილურ ტელეფონზე განხორციელებული ზარების დეტალურ სატელეფონო ამონაწერსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ უწყებისთვის მიწოდებულ ფოტომასალას აქვეყნებს.
დასკვნის, სატელეფონო ამონაწერისა და ფოტომასალის ნახვა დაინტერესებულ პირებს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე შეუძლიათ.
აღნიშნული მასალები თან ერთვის თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნის შესახებ უწყების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას.