მორიგი დაპირსპირება პარლამენტში

მორიგი დაპირსპირება პარლამენტში

პლენარულ სხდომას დეპუტატებს შორის  ხმაური მოჰყვა.  ამჯერად დაპირისპირება „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში ცლილებებმა გამოიწვია.

ცვლილების მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური  პრემიერ-მინისტრს უნდა დაექვემდებაროს.

„ნაციონალური მოძრაობის“წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ ცვლილებით დღევანდელი ხელისუფლება ბიზნესზე მოახდენს ზეწოლას.

შეფასებისას, გიორგი კანდელაკმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰაკიმ ფაშა უწოდა და სწორედ ამ სიტყვას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.

ტრადიციულად, გარჩევა სხდომათა დარბაზის გარეთაც გაგრძელდა.