ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძეს ცილს სწამებენ.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ყოველმხრივ მახინჯი ნაცსექტის ხელწერა - მდაბიოდ უტევენ პროფესიონალებსა და მმართველი გუნდის ერთგულებს, მათ შორის სუს-ის უმაგრეს ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს.
„ყოველმხრივ მახინჯი ნაცსექტის ხელწერა - მდაბიოდ უტევენ პროფესიონალებსა და მმართველი გუნდის ერთგულებს, მათ შორის სუს-ის უმაგრეს ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს. დავცინით ამ უბადრუკ მარგინალებს, რომლებიც მდარე ჭორებს უგონებენ ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერებს და ვრჩები ამ პოზიციაზე - ძალიან ბევრი რადიკალი საჭიროებს ფსიქიატრიულ დახმარებას!
შეუძლებელია, რომ მტრობის რეჟიმში მყოფ ამ აუტსაიდერებს რაიმეზე სერიოზულად ელაპარაკო. არაადეკვატურებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ხოლო კრიმინალებს - "ალერსიანი" ციხე!“ - წერს აბაშიძე.