ვიქტორ იანუკოვიჩი - ვიმედოვნებ, ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნდება

ვიქტორ იანუკოვიჩი - ვიმედოვნებ, ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნდება

რუსეთის მიერ ყირიმის აგრესია ტრაგედიაა. ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა "ასოშიეითიდ პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
ამასთან, ვიქტორ იანუკოვიჩი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნდება. 
როგორც უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა "ასოშიეითიდ პრესთან" ინტერვიუში განაცხადა, კიევში მომიტინგეების წინააღმდეგ სროლის ბრძანება მას არ გაუცია. 
"მე არასდროს გამიცია სროლის ბრძანება. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, იმ სპეცდანიშნულების რაზმისთვის, ვინც სახელმწიფო უწყებების დაცვაში მონაწილეობდნენ, იარაღი არასდროს დაურიგებიათ", - განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა. 
ამასთან, ვიქტორ იანუკოვიჩმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თავად მიმართა თხოვნით, გამოეყენებინა ჯარი უკრაინის მოქალაქეების დაცვის მიზნით.