ლაშა კოტრიკაძე: თამთა მიქელაძე აქციების დროს გამოირჩეოდა აქტიურობით, აკეთებდა მოწოდებებს და პირდაპირ ამბობდა, რომ ბრძოლა უნდა ყოფილიყო სასტიკი

ლაშა კოტრიკაძე: თამთა მიქელაძე აქციების დროს გამოირჩეოდა აქტიურობით, აკეთებდა მოწოდებებს და პირდაპირ ამბობდა, რომ ბრძოლა უნდა ყოფილიყო სასტიკი

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე, რომელიც გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იკითხება, 2024 წელს მიმდინარე აქციების ფარგლებში გარდა იმისა, რომ მიქელაძე მოწოდებებს აკეთებდა, მას პროტესტისთვის ფინანსური დახმარებაც აქვს გაწეული.

პროკურორმა აღნიშნა, რომ აქციების პერიოდში, მის ორგანიზაციას შეძენილი აქვს რესპირატორები, სახის დამცავი სათვალეები და წიწაკის სპრეი“. მისივე თქმით, კითხვებია სწორედ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნებით იქნა ეს საშუალებები შეძენილი და რა როლი აქვს მას ამ აქციებთან დაკავშირებით.

გამოძიებას მის მიმართ გააჩნია კითხვები 2024 წელს გამართულ აქციებთან დაკავშირებით. კერძოდ იგი გამოირჩეოდა აქტიურობით, აკეთებდა მოწოდებებს. მოწოდებები შეეხებოდა წინააღმდეგობის ადგილების გახსნას, საჯარო სექტორის გაფიცვას. იგი მიუთითებდა ბრძოლაზე და პირდაპირ ამბობდა, რომ ბრძოლა უნდა ყოფილიყო სასტიკი. გარდა ამისა, ფინანსური დახმარებაც აქვს გაწეული. 2024 წელს, აქციების პერიოდში, მის ორგანიზაციას შეძენილი აქვს რესპირატორები, სახის დამცავი სათვალეები და შეძენილი აქვს წიწაკის სპრეი“. ბუნებრივია, კითხვები იქნება ამასთან დაკავშირებით. რა დანიშნულებით, რა მიზნებით იქნა ეს საშუალებები შეძენილი და რა როლი აქვს მას ამ აქციებთან დაკავშირებით. ვინ იყო ორგანიზატორი, ხელმძღვანელი, მოწოდებები რა იყო და ა.შ.“-განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.