მარკო რუბიო: აშშ უკრაინას იარაღს და ფულს აღარ აწვდის

მარკო რუბიო: აშშ უკრაინას იარაღს და ფულს აღარ აწვდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს იარაღს და ფულს აღარ აწვდის.

რუბიოს განცხადებით, ამერიკულ იარაღს უკრაინა ნატოს დახმარებით მხოლოდ ყიდულობს.

ჩვენ აღარ ვაწვდით იარაღს უკრაინას. აღარ ვაწვდით ფულს უკრაინას. ახლა ჩვენ მათზე იარაღს ვყიდით, და ევროპული ქვეყნები ამაში ნატოს მეშვეობით ფულს იხდიან. ისინი ნატოს იარაღის შესყიდვისთვის და შემდეგ უკრაინაში გაგზავნისთვის იყენებენ“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დიდი ცვლილებაა იმ მიდგომასთან შედარებით, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო.