მეუფე იაკობი: ქართველები არავის სათამაშო არ გავხდებით

მეუფე იაკობი: ქართველები არავის სათამაშო არ გავხდებით

ქართველები არავის სათამაშო არ გავხდებით. ვინც სათამაშოები არიან პოლიტიკოსები, ისე ახალგაზრდობა, ვთხოვ დაუფიქრდნენ ამას. ღმერთი არ უნდა მივატოვოთ, - განაცხადა მეუფე იაკობმა ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ.

მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

დღეს სამწუხაროდ ევროპარლამენტი, თუ ადამიანები, რომლებიც რაღაც არასწორს ითხოვენ ჩვენგან, კანონების გაუქმებას, თუ სხვას, მახსენებენ ბოლშევიკებს. ძლიერ იმპერიებთან რატომ მინდა ურთიერთობა - იმიტომ, რომ ჩემი თვითმყოფადობა დავიცვა და დანარჩენში, ზოგადსაკაცობრიო რაც არის, ერთად ვიღვაწოთ, მშვიდობისთვის ერთად ვიზრუნოთ.

ქართველები არავის სათამაშო არ გავხდებით. ვინც სათამაშოები არიან პოლიტიკოსები, ისე ახალგაზრდობა, ვთხოვ დაუფიქრდნენ ამას. ღმერთი არ უნდა მივატოვოთ და წინაპრებისგან მოტანილი საქართველო გადავცეთ ამ ლამაზ ახალგაზრდობას“, - აღნიშნა მეუფემ.