მართალია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში ექს პრეზიდენტი საზოგადოებას არწმუნებდა რომ ის ძველი მიშა აღარ არის, ამის დაჯერება ძალიან ძნელია. თუნდაც იმ ტყუილების გამო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა თქვა. მაგალითად ჩვენ დღეს ერთ ეპიზოდზე გიამბობთ- მიხეილ სააკაშვილის ბებიის მზია წერეთლის წილზე რესტორან წისქვილში, რომელიც, თუ ექს პრეზიდენტს დავუჯერებთ, ბებიას ქმარმა დაუტოვა და შემდეგ შვილიშვილმა უსასყიდლოდ გააჩუქებინა.