რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა

აშშ-ის პრეზიდენტს, ბატონ ტრამპსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ პუტინს შორის ალასკაში გამართულმა მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა, - წერს სოციალურ ქსელ X-ში თურქეთის პრეზიდენტი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზადაა, მშვიდობის დამყარებაში წვლილი შეიტანოს.

ჩვენ მივესალმებით ალასკის სამიტს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი პროცესი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით, საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას. თურქეთი მზადაა, ყველა შესაძლო წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში“, - წერს ერდოღანი.