ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან, რუსთავში, გარდაბანში, დმანისსა და წალკაში კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, მარნეულში - დაური ისმაილოვი, თეთრიწყაროში - მიხეილ აფციაური, ბოლნისში - ზამური ჭითანავა

პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა.

შვიდი მუნიციპალიტეტიდან ოთხში, კანდიდატებად კვლავ მოქმედი მერები არიან წარგენილი, ხოლო, მარნეულში, თეთრიწყაროსა და ბოლნისში, მმართველ პარტიას მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს.

„ქვემო ქართლში მოქმედ მერებს წარვადგენთ 7-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია: რუსთავში: ნინო ლაცაბიძე, გარდაბანში: დავით კარგარეთელი, დმანისში: კობა მურადაშვილი, წალკაში: ილია საბაძე.

მარნეულში ჩვენი კანდიდატი იქნება დაური ისმაილოვი, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და სტაჟი; თეთრიწყაროში წარვადგენთ თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს - მიხეილ აფციაურს; ხოლო ბოლნისში წარმატებულ იურისტს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით - ზამური ჭითანავას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.