ლევან მახაშვილი: ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად უზრუნველყოფს სამართლიან მიდგომას ნებისმიერ პირთან და ორგანიზაციასთან დაკავშირებით

ლევან მახაშვილი: ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად უზრუნველყოფს სამართლიან მიდგომას ნებისმიერ პირთან და ორგანიზაციასთან დაკავშირებით

ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად უზრუნველყოფს სამართლიან მიდგომას ნებისმიერ პირთან და ორგანიზაციასთან დაკავშირებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც ამერიკის საბანკო სისტემას პოლიტიკური ან რელიგიური ნიშნით მომხმარებლების დისკრიმინაცია ეკრძალება.

ნებისმიერი შეზღუდვა პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა ტიპის შეხედულებით არის უსამართლო, რომელიც არაერთხელ ვიხილეთ, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებითაც. ჩვენ მივესალმებით, თუ ეს შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებები გადაითარგმნება საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც და ის უსამართლო დამოკიდებულება საქართველო ზოგიერთი მოქალაქის, თუ სახელმწიფოსადმი, დაეფუძნება სამართლიანობის პრინციპების პატივისცემას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მთავრობის მეთაური შეერთებული შტატების პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ამერიკის საბანკო სისტემას პოლიტიკური ან რელიგიური ნიშნით მომხმარებლების დისკრიმინაცია ეკრძალება. ირაკლი კობახიძე ამ გადაწყვეტილებს ლოგიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება სანდოობის დაბრუნება ამერიკული საბანკო სისტემის მიმართ, ისევე, როგორც საერთაშორისო საბანკო სისტემის მიმართ. გარდა ამისა, პრემიერი ვარაუდს გამოთქვამს, რომ მიდგომა, რომელიც ამერიკის წინა ადმინისტრაციის პირობებში დამკვიდრდა, გადაიხედება.