ყველა ბრძოლაში ქართველი შედის როგორც დიდგორში, მაგრამ ყველა ბრძოლას აღმაშენებლის მსგავსი მთავარსარდლები არ ჰყავს - რომ არა მარიონეტული რეჟიმი, ომი არ იქნებოდა, შეიძლება, არ ყოფილიყვნენ გმირები, მაგრამ იქნებოდნენ თავის ოჯახთან

ყველა ბრძოლაში ქართველი შედის როგორც დიდგორში, მაგრამ ყველა ბრძოლას აღმაშენებლის მსგავსი მთავარსარდლები არ ჰყავს - რომ არა მარიონეტული რეჟიმი, ომი არ იქნებოდა, შეიძლება, არ ყოფილიყვნენ გმირები, მაგრამ იქნებოდნენ თავის ოჯახთან

ქართველი მეომრისთვის ყველა ბრძოლა დიდგორია და ის ყველა ბრძოლაში შედის, როგორც დიდგორში, ეს გვაჩვენეს 17 წლის წინ, შინდისის გმირებმა - ამავე დროს, გვაჩვენებს, რომ ყველა ბრძოლას არ ჰყავს დავით აღმაშენებლის მსგავსი პატრიოტი მთავარსარდლები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შინდისში, შინდისის გმირების მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რომ არა სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი, ომი არ იქნებოდა“.

პაპუაშვილის მოსაზრებით, 2008 წელს სააკაშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა გეოპოლიტიკურ დიდ საჭადრაკო დაფაზე საქართველო პაიკად გამოაყენებინა“.

ქართველი ჯარისკაცისთვის, ქართველი მეომრისთვის ყველა ბრძოლა დიდგორია. მნიშვნელობა არ აქვს ამის გარშემო რა ხდება. ყველა ბრძოლაში ქართველი მებრძოლი შედის, როგორც დიდგორში. ეს გვაჩვენეს მაშინ, 17 წლის წინ შინდისის გმირებმა. ამავე დროს, ეს გვაჩვენებს, რომ ყველა ბრძოლას არ ჰყავს დავით აღმაშენებლის მსგავსი პატრიოტი მთავარსარდლები. ამასაც გვახსენებს, რომ, რომ არა ის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც 17 წლის წინ იყო, ეს ომი არ იქნებოდა. შეიძლება, არ ყოფილიყვნენ გმირები, მაგრამ იქნებოდნენ თავის ოჯახთან, თავის შვილებთან, თავის მეუღლეებთან. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლა. როდესაც გყავს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ქვეყანას უდგას სათავეში, რა თქმა უნდა, ასეთი რეჟიმები მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით, არამედ სხვა ქვეყნებისა და სხვა ჯგუფების ინტერესებით. ასეც მოხდა 17 წლის წინ. სააკაშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა გეოპოლიტიკურ დიდ საჭადრაკო დაფაზე საქართველო პაიკად გამოაყენებინა.

იმედია ბოლოსკენ არის უკრაინაში მიმდინარე ომი, თუმცა ჯერ კიდევ, ბევრი საკითხია გადასაწყვეტი როგორც ვხედავთ. თუმცა არის პოლიტიკური ნება, მათ შორის, აშშ-იდან და რუსეთიდანაც, როგორც ჩანს, უკრაინაც გამოთქვამს მზადყოფნას. იმედია ომი მალე დასრულდება. თუმცა ესეც გაკვეთილია და ჩვენივე გაკვეთილი ამას გვასწავლის. ამას ვამბობდით თავიდანვე, ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით, როგორ იწყება ასეთი ომები და როგორ სრულდება.

დღესაც გვესმის ხმამაღალი საუბარი, რომ უკრაინა არის ევროპის წინა ხაზი. თქვენ რამდენი ევროპელი და ევროკავშირელი ჯარისკაცი ნახეთ ამ წინაზე ხაზზე, თუ კი ეს ევროკავშირის ბრძოლის წინა ხაზია რუსეთისგან თავდაცვისთვის? რატომ ვერ ვხედავთ ლიტველ, ესტონელ ჯარისკაცებს? ფრანგ ან გერმანელ ჯარისკაცებს? მიხეილ სააკაშვილი იყო მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელიც დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებებში, სადაც ბევრი სხვადასხვა მხარის ინტერესია, საქართველო ერთ პაიკად გამოეყენებინა. ეგეთ მთავარსარდალს რა ვუთხარი, აქ რომ ფრანგი სტუმარი ჰყავდა, საგარეო საქმეთა მინისტრი და თვითმფრინავის დანახვაზე მიწაზე გახოხდა და ის კაცი მიატოვა. ეგეთ მთავარსარდალს რა ვუთხარი!

კითხვა არის შემდეგი - რატომ დაიწყო ომი? ამას გაურბიან და ამიტომაც გადააქვთ სინამდვილეში კითხვები თარიღთან, წუთებთან და დროებთან დაკავშირებით. კითხვა არის მარტივი - რატომ დაიწყო ომი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.