ჩვენი მიზანი არის მარტივი - 64 მუნიციპალიტეტში უნდა მოვიგოთ მერის და საკრებულოს არჩევნები და ამას აუცილებლად მივაღწევთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება თბილისს, კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს.
„რაც შეეხება ოპოზიციას, ალბათ მათი რეალური ამოცანა არის საკრებულოებში ფრაქციების შექმნა, შეიძლება ბევრგან მოახერხონ კიდეც, თუმცა ეს არის და ეს. რეალურად, ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში მერისა და საკრებულოს არჩევნების მოგებას. რაც შეეხება თბილისს, დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს, დანარჩენი ოპოზიციის საქმეა,"- განაცხადა პრემიერმა.