შალვა პაპუაშვილი: კითხვაა გერმანიის ელჩის მიმართ, თავის დროზე ის დაუდევრად მოიქცა და თაღლით ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დადო ქირავნობის ხელშეკრულება, ამით გერმანიის სახელმწიფო გახვია სკანდალში, გადასახადების დამალვისა. რას აპირებს?

შალვა პაპუაშვილი: კითხვაა გერმანიის ელჩის მიმართ, თავის დროზე ის დაუდევრად მოიქცა და თაღლით ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დადო ქირავნობის ხელშეკრულება, ამით გერმანიის სახელმწიფო გახვია სკანდალში, გადასახადების დამალვისა. რას აპირებს?

კითხვა გერმანიის ელჩის მიმართ არის, თავის დროზე ის დაუდევრად მოიქცა და რადიკალ, თაღლით ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დადო ქირავნობის ხელშეკრულება და ამით გერმანიის სახელმწიფო გახვია ამ სკანდალში, გადასახადების დამალვისა, კითხვა მარტივია, რას აპირებს?, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კითხვაა აპირებს, რომ გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა საერთაშორისოდ აღიარებულ თაღლითთან და ექსტრემისტ პოლიტიკოსთან?

რაც შეეხება ხელშეკრულებას გერმანიის ელჩსა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ვთქვი და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, იმ მომენტში, როდესაც ელჩი ფიშერი გერმანიის სახელით დებდა ხელშეკრულებას მამუკა ხაზარაძესთან 2022 წლის შემოდგომაზე, მამუკა ხაზარაძე იყო უკვე მსჯავრდებული თაღლითობაზე და მას ჰქონდა უკვე პარლამენტის მანდატი დახეული და დატოვებული. ანუ ეს იყო თაღლითი, რადიკალი პოლიტიკოსი. ყველანაირი განსაზღვრებით ამ ადამიანთან ხელშეკრულების დადებისგან თავი უნდა შეეკავებინა ელჩს. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის. არსებობს ე.წ. ტერმინი პოლიტიკაში ჩართული პირებისა, რომლის მიმართაც არის განსაკუთრებული ყურადღება ხელშეკრულების დადებისას. მე პირადად, გერმანიის მთავრობის პროგრამაში ვმუშაობდი წლების განმავლობაში. ჩვენ, თავდაპირველად, შეზღუდული გვქონდა პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ხელშეკრულების დადება. საერთოდ აკრძალული გვქონდა ხელშეკრულების დადება ვინაიდან, ამ დროს არსებობს რისკები კორუფციული, ფულის გათეთრების, ქონების წარმომავლობის და ა.შ. რისი გადამოწმებაც არის საჭირო და მხოლოდ ძალიან სკულპუროზული გადამოწმების შემდეგ უნდა შედიოდ

ჩვენ ვხედავთ ახლა, რომ ეს ან განზრახ გააკეთა ელჩმა, იცოდა რა არასანდო ადამიანთან დებდა ხელშეკრულებას, ან იმდენად დაუდევარია, რომ თავისი დაუდევრობით გერმანიის სახელმწიფო გახვია გადასახადების დამალვის სკანდალში.

გარდა ამისა, დღეს გაირკვა ასევე, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც ხაზარაძემ ახლა იანვარში შეავსო, მას არ აქვს მითითებული შემოსავალი ამ გაქირავებული ქონებისგან. არ აქვთ მითითებული არც ხელშეკრულება. ესეც აჩვენებს კიდევ ერთ ტყუილს, რომელიც მან ჩაიდინა.

ასე, რომ ახლა კითხვა გერმანიის ელჩის მიმართ არის, თავის დროზე ის დაუდევრად მოიქცა და რადიკალ, თაღლით ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დადო ქირავნობის ხელშეკრულება და ამით გერმანიის სახელმწიფო გახვია ამ სკანდალში, გადასახადების დამალვისა. კითხვა მარტივია, რას აპირებს? აპირებს, რომ გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა საერთაშორისოდ აღიარებულ თაღლითთან და ექსტრემისტ პოლიტიკოსთან? ამას აპირებს ახლა გერმანიის ელჩი და შემდეგ ამ გადაწყვეტილებით აპირებს რომ ქართველ ხალხს რაიმე მორალური პედასტალიდან გვესაუბროს? ამიტომ, ამასაც შევხედავთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ კიდევ ერთხელ რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე პიტერ ფიშერისგან და გერმანიის საელჩოსგან მიღებულ შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაშიც მალავს.

Gami ხაზარაძემ შეცდომა გაგვეპარაო! ერთი თვე, მაქსიმუმ ორი თვე -- შეცდომა! 3 წელი?! დამპალი ქოსა ტყუილა.
1 საათის უკან