ანდრაშ ლასლო: ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არ შეუძლია ევროკავშირი წარმატებამდე მიიყვანოს. ბრიუსელში სასწრაფო ცვლილებებია საჭირო

ანდრაშ ლასლო: ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არ შეუძლია ევროკავშირი წარმატებამდე მიიყვანოს. ბრიუსელში სასწრაფო ცვლილებებია საჭირო

უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო ევროკომისიის პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ ამერიკასთან მიღწეული სავაჭრო შეთანხმების გამო აკრიტიკებს. ლასლო წერს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს არ შეუძლია ევროკავშირის წარმატება უზრუნველყოს. ის მიიჩნევს, რომ ბრიუსელში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რადგან ახალი სავაჭრო შეთანხმება ევროპას ასუსტებს.

ლასლო აღნიშნავს, რომ ევროპის გეოპოლიტიკური დასუსტების შესახებ მოსაზრება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების ყოფილმა უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმაც გამოთქვა.

ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არ შეუძლია ევროკავშირი წარმატებამდე მიიყვანოს. ბრიუსელში სასწრაფო ცვლილებებია საჭირო“, - წერს ლასლო.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დონალდ ტრამპმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება ივლისის ბოლოს შეძლეს.