საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.
ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის.
მან თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ ქართულ კულტურაში, მისი შემოქმედება კი მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა.
სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ ელდარ შენგელაიას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელს ქართულ საზოგადოებას“, - წერს პრეზიდენტი.