პოლიტიკური პარტიები, ვინც ოპონენტებად უნდა გვევლინებოდეს სხვადასხვა პროგრამაზე მსჯელობისას, გადაიქცნენ ექსტრემისტული ჯგუფების ლიდერებად. ჩამოაყალიბეს ჯგუფები, რომლებიც ფიზიკური დაპირისპირების პოლიტიკას ახორციელებენ და მათთვის გმირი არის ადამიანი, რომელმაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს და ცოცხლად დაწვა დაუპირეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველამ მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
„არსებობს ერთი სერიოზული ტენდენცია - ოპოზიციური ფლანგის მხარდამჭერ მოსახლეობაში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ გათავისებული, რომ თავიანთ ფავორიტ პოლიტიკურ ჯგუფებს შავბნელი კონსპირაციული გეგმა აქვთ და უნდათ, რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების გარკვეული ნაწილი როცა მხარს უჭერს „ლელოს“ ან გახარიას პარტიას, ეს არის დემონსტრირება იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციური სპექტრის მხარდამჭერ საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
ვინც „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს, გაცილებით მცირეა რაოდენობრივად, მაგრამ გაცილებით უფრო აგრესიული და აგრესიით უნდა გადალახონ ბარიერი. ამის იმის თქმა მინდა, რომ არ არსებობს საქართველოში საზოგადოება, რომელსაც უნდა რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესების მიღმა ვითარდებოდეს გარკვეული გეგმები, რომელიც ქვეყანას დაანგრევს. ოპოზიციური სპექტრის მხარდამჭერთა რაოდენობაშიც ჭარბობს ის ადამიანი, ვისაც ურჩევნია რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლა იყოს, ვიდრე ფიზიკური დაპირისპირება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.