პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პოლიტიკაში ჩართულობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„მწყობრი ნაბიჯებით მიემართება იუდას გზით ჩვენი მეხუთე კოლონა - ჩვენ კი ამ პროცესის მხოლოდ გაშუქებაღა შეგვიძლია“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ რადიკალები, საკუთარი კეთილდღეობისთვის, სამშობლოთი ვაჭრობენ.
„საქართველოში დიდი ხანია დამკვიდრდა ტერმინი "ცირკის ქალები", როგორც ამორალური და სოციალურად ნეგატიური მოვლენა. მაშინ, როდესაც მისი მატარებელი სუბიექტები მაქსიმუმ საკუთარი სხეულით ვაჭრობენ და ბევრი მათგანი ამით თავიანთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს არჩენენ. ან კიდევ, ვინ ვარ მე, რომ განვიკითხო ისინი, ვისაც მართლმადიდებლობის ლამპარი - წმინდა მარიამ მეგვიპტელი მფარველობს და ამით, თითოეულ მათგანს გადარჩენისკენ მიმავალი ბილიკის იმედად ტოვებს.
სულ სხვა მცნებაა "პოლიტიკური ცირკის" მეძავები. ისინი არა საკუთარი, არამედ დედინაცვლად ქცეული სამშობლოს სხეულით ვაჭრობენ. და არა იმიტომ, რომ ბინძური გზით მოპოვებული ვერცხლით კიბოს მეოთხე სტადიაში მყოფი მოყვასის შვილი გადაარჩინონ, არამედ საკუთარი გაუმაძღარი და სინდისისგან დაცლილი განსულიერებული შიგთავსი რომ გაავსონ.
მათი მფარველი კი სინედრიონის აგენტი და მაცხოვრის მოღალატე, ვერცხლისმოყვარე ისკარიოტელი იუდაა - ჩამქრალი ლამპარი, რომელსაც თავის მიმდევრების გადამისამართება "გადარჩენის მიზნით" მხოლოდ ხის ტოტზე მიმაგრებული თოკისკენ შეუძლია. დღეს გაშიშვლებული პოლიტიკური მეძავების აღლუმია "აგენტოკრატიული ცირკის" ირგვლივ. დღეს ისეთი ნებაყოფლობითი გაუმაძღრობით მიექანებიან ქვესკნელისკენ სამშობლოს გაყიდვის ხარჯზე, თვით ლუციფერსაც კი რომ შეშურდებოდა. "ყველა გადარჩებაო" - უფალს არც უთქვამს და არავინ მოუტყუებია. ასე რომ, მწყობრი ნაბიჯებით მიემართება იუდას გზით ჩვენი მეხუთე კოლონა - ჩვენ კი ამ პროცესის მხოლოდ გაშუქებაღა შეგვიძლია,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.