არჩილ გორდულაძე: ჩვენი გუნდისთვის მთავარი საკითხია კორუფციასთან ბრძოლა. ვინც ამ დანაშაულს ჩაიდენს, დადგება შესაბამისად მკაცრი პასუხისმგებლობა

არჩილ გორდულაძე: ჩვენი გუნდისთვის მთავარი საკითხია კორუფციასთან ბრძოლა. ვინც ამ დანაშაულს ჩაიდენს, დადგება შესაბამისად მკაცრი პასუხისმგებლობა

ვინც ამ დანაშაულს ჩაიდენს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიმართ დადგება შესაბამისად მკაცრი პასუხისმგებლობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისების საქმესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

ჩვენი გუნდისთვის მთავარი საკითხია, ერთ-ერთი მთავარი, უმნიშვნელოვანესი, სახელმწიფოებრივად სწორი, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო სახსრებთან, რა თქმა უნდა ხელის არხლება და ყველაფრის კანონის ჩარჩოში გაკეთება. მაგრამ ვინც ამ დანაშაულს ჩაიდენს, რა თქმა უნდა ამ ადამიანების მიმართ დადგება შესაბამისად მკაცრი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ვასილ მხეიძეს წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას და გაფლანგვაში დახმარებას ედავება.

მარბიელი თუ კორუფციაა და სუსმა არ იცის (2023 წლის საქმეზე გუშინ დაიჭირეს) საგუშაგო იხსნება და სუსმა არ იცის, მაშინ რად გვინდა ასეთი უსაქმურების რჩენა?
12 საათის უკან