რა გვარის, რა წარმომავლობის, რა თანამდებობის ადამიანიც არ უნდა იყოს, კორუფციაში ჩართულობა, ან ხელშეწყობა, დაუსჯელი არ დარჩება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
„ნებისმიერი ადამიანი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და ეს პასუხისმგებლობა ხშირად ითარგმნება ოპოზიციაში ისე, როგორც რაღაც გარკვეული კლანების დაპირისპირება. კლანების დაპირისპირება კი არ არის, ეს არის საქართველოს ინტერესების დაპირისპირება იმასთან, რასაც ჰქვია კორუფცია. რა გვარის, რა წარმომავლობის, რა თანამდებობის ადამიანიც არ უნდა იყოს, კორუფციაში ჩართულობა ან ხელშეწყობა, დაუსჯელი არ დარჩება“, - აღნიშნავს ვოლსკი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსსა და იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის ნათესავს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.